LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის სამინისტრომ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი მოამზადა

248

ნადირობის სფეროს უფრო ეფექტურად მართვისა და ორგანიზების მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)-ის მხარდაჭერით ახალი კანონპროექტი მომზადდა.

როგორც “ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობს,  „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე სამინისტროშ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ახლო მომავალში კანონპროექტის პირველადი ვერსიის ფართო საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ყოველმხრივ შეჯერებული და ეფექტური ნადირობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებას საქართველოში.

კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები.

შეხვედრას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ),  ასევე საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია, საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა და ბუნების დამცველთა მოძრაობა, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია – მონკავშირი, (კლუბი „ბაზიერი“, კლუბი „ოჩოპინტრე“, „რემისია“), სამეცნიერო წრეები და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.