LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს დაცვის სამინისტრო საყდრისის საბადოზე RMG Gold-ის მიერ ოქროს მოპოვება-გადამუშავებას აკვირდება

241

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად,   „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე  შპს „RMG Gold”-ისა და სს „RMG Copper”-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების შედეგად ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობა და   კომპანიების მიერ საქმიანობის შედეგად გარემოზე მავნე ზემოქმედების საკითხები განიხილეს.

სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ სენსიტიურ წერტილებში რეგულარულად ტარდება გეგმიური მონიტორინგი როგორც წყლის, ისე მიწის, ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროცესი უწყვეტ რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდება.

მონიტორინგის ეფექტურად განხორციელებისთვის მდინარეებზე: მაშავერა და კაზრეთულა ასევე დამონტაჟებულია ავტომატური სადგურები, რომლის საშუალებითაც წყლის ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, ავტომატურად ხდება წყლის სინჯების აღება და  გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის ლაბორატორიაში სათანადო კვლევების ჩატარება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შპს „RMG Gold”-ისა და სს „RMG Copper”-ის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გადამუშავების მიზნით გაცემულ გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი პირობების შემოწმებას.

ინსპექტირების დასრულების შემდეგ, სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წარმომადგენლებთან  შეხვედრა-დიალოგი კვლავ გაიმართება, სადაც მოხდება აღნიშნული ინსპექტირების შედეგების გაცნობა და  დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები