LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარეჯი ისევ ოკუპირებულია – დავით გარეჯის მკვიდრი სოციალურ ქსელში უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

156
BeFunky-collage (20)

“გარეჯი დღეს ისევ ოკუპირებულია აზერბაიჯანის მიერ, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დაცვის გარეშე”, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარეჯის მკვიდრი ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, საზღვარზე ავტომატიანი მესაზღვრეები დგანან და საზღვრის კვეთის შემთხვევაში ნებისმიერ პირს დააკავებენ.

“გარეჯი დღეს:
ისევ ოკუპირებულია აზერბაიჯანის მიერ, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების დაცვის გარეშე.. –
ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
ასე მიიჩნიეს საჭიროდ და მორჩა!
დააყენეს ავტომატიანი მესაზღვრეები და უბრძანეს: თუ ვინმე გადმოკვეთს საზღვარს(მათ მიერ ცალმხრივად დადგენილ საზღვარს) დააკავეთ! ხოლო თუ ვინმე შეგეწინააღმდეგებათ ჩააძაღლეთ ადგილზეო.. – ასეთია კეთილმეზობლობა?..
ასე იცის კეთილ მეზობლობამ თურმე?
ჩვენი ჩინოვნიკების პოზიცია შემდეგია: ისინი დიდი მონდომებით უწონიან კვერცხებს, ჩვენს ე. წ კეთილ მეზობელს და ფხანენ კიდევაც საჭიროების შემთხვევაში..☹️☹️
ძალინ ბევრი შემიძლია ვისაუბრო ამ თემაზე, უბრალოდ მეშინია ნერვებმა არ მიმტყუნოს და “არასახელმწიფოებრივი” განცხადება ან მოწოდება არ გავაკეთო..
ამაზეც შენდობას ვითხოვ ?
მართლა ძნელია ამ ყველაფრის ყურება..
P. S
მტერს არ ვუსურვებდი ჩემს ადგილას ყოფნას,”-წერს ზვიად ანანიაშვილი

დავით გარეჯის მონასტრებში სასულიერო პირებს კვლავ არ უშვებენ

შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები მიმდინარე წლის აპრილიდან დაწესდა.

14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოჯისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა. პარალელურად, აღნიშნულ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც. ამასტან, დაწესდა დროებითი შეზღუდვა მრევლისა და ტურისტების გადაადგილებასთან დაკავშირებით. ინციდენტამდე ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

ხვალიდან დავით გარეჯის ეკლესიები იხსნება – რა შეთანხმებას მიაღწია გახარიამ აზერბაიჯანთან

პრემიერი გახარია დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც შეხვდა. ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი გაიხსნებოდა.

“ძმურად გადაუწყვეტელი პრობლემები არ არსებობს” – მოაგვარებს თუ არა აზერბაიჯანში გახარია სადავო საკითხს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები