LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდიანი“ ტურისტებს უშგულის ულამაზესი ხედების სანახავად ეპატიჟება

348

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ყველას კავკასიის დასალაშქრად და უშგულის კოშკებიდან გადაშლილი ულამაზესი ხედების სანახავად ეპატიჟება.

სვანეთის რეგიონი ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილია და სოფელი უშგული ზღვის დონიდან 2,100 მეტრზე მდებარეობს. უშგულამდე მისაღწევად ჟურნალისტებს გრძელი გზის გავლა მოუხდათ, ისინი სამი დღის განმავლობაში ურთულეს ბილიკზე ადიოდნენ და ბევრი დაბრკოლებაც გადალახეს. თუმცა, ეს ამად ნამდვილად ღირდა – ენით აღუწერელი სიმშვიდე, ულამაზესი ბუნება, კამკამა წყალი, ცხენებზე ამხედრებული ბავშვები, ქუჩის ძაღლები, მოხუცი ქალბატონები, რომლებიც შინაურ ცხოველს კვლადაკვლავ მიყვებიან. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ – ეს იყო ძმები გრიმების სიზმარი, რომელსაც ჟურნალისტები თავისი ჰოსტელის ფანჯრებიდან აკვირდებოდნენ. ზღაპრულ გარემოს ბუნებრივად ერწყმის 30-მდე ქვის კოშკი, რომელთა ნაწილიც ჯერ კიდევ მე-9 და მე-12 საუკუნეებშია აშენებული. ციხესიმაგრეებს ადგილობრივები თავდასაცავად იყენებდნენ და შუა საუკუნეებში კოშკის გარეშე არსებობა წარმოუდგენელი იყო.

ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ რეალობისგან მოწყვეტილი სოფელი ტურისტებს ძალიან კარგ სერვისს სთავაზობს. მსურველებს უგემრიელესი ქართული სამზარეულოს დაგემოვნება, ადგილობრივების გაცნობა და იქვე არსებული 2 მუზეუმის დათვალიერებაც შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, უშგული ეს არის ადგილი, რომლის ნახვასაც არასდროს ინანებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები