LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდატეხის პირველ შედეგებს, სავარაუდოდ, ამ წლის აგვისტოში მიაღწევენ“– გენერალ ბუდანოვის პროგნოზი რუსეთის გეგმების შესახებ

124
კირილ ბუნადოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის უფროსი კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის გეგმა უკრაინის სრულად განადგურებაა.

როგორც გენერალ-მაიორმა გამოცემა „РБК-Україна“-ის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელი ვერსიაა სინამდვილესთან უფრო ახლოს მაშინ, როცა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებით, უკრაინაში პუტინის გეგმა რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობაა და ამასთან, რუსეთის რიტორიკა თითქოს, იცვლება იმით, რომ დონბასი შესაძლოა, საკმარისი იყოს, ბუნადოვმა უპასუხა:

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის ორიენტირი საკუთარი ინფორმაციაა და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ რუსეთის გეგმა უკრაინის მთლიანად განადგურებაა. ხოლო ნებისმიერ ინსინუაციებზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მათ დონბასი იმყოფინონ, გთხოვთ, ასეთი შეკითხვები არც კი დამისვათ. ჩვენ ტერიტორიებით არ ვივაჭრებთ“, – უთხრა გამოცემას უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

კირილ ბუდანოვის პროგნოზით, რუსეთთან ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა მივა 1991 წლის მდგომარეობით არსებულ საზღვრებამდე. მისი ვარაუდით, ეს მომავალ წელს მოხდება, გარდატეხის პირველ შედეგებს კი, სავარაუდოდ, ამ წლის აგვისტოში მიაღწევენ.

პესკოვი: ადრე თუ გვიან, საღი აზრი გაიმარჯვებს… უკრაინას მოუწევს გაიგოს რუსეთის პირობები და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები