LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდამოხსნის რიტუალზე ტაძრებში მრევლი ფეხით მივიდა (ფოტო, ვიდეო)

1344
Capture

დღეს 17 აპრილს, წითელ პარასკევს, მართლმადიდებლურ ტაძრებში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი ჩატარდა. თბილისისა და რეგიონების ტაძრებში გარდამოხსნის ცერემონიალზე დასასწრებად, შეზღუდვის გამო, მრევლი ტაძარში ფეხით მივიდა.

 

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი

რუსთავი, სიონის ტაძარი

გარდამოხსნის ცერემონიალი ყოველთვის აღდგომის წინა პარასკევს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეს აღესრულება. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია

 

ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად, უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

გარდამოხსნა ყველა ტაძრის ცენტრში სამი დღე, კვირას, დილის 6 საათამდე, განთიადამდე არის დაბრძანებული, შემდეგ კი ისევ საკურთხეველში შეაბრძანებენ. იმავე საღამოს ტარდება საზეიმო ლიტურღია და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იწყება.