LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა მსახიობი გურანდა გაბუნია

1549298388-51538692_10211020724553827_264845722334003200_o

80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის, თბილისის სანიტარული კულტურისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები