LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გარდაცვალებამდე ნიკო ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე მუშაობდა…” – კვარაცხელიას მიერ შექმნილი პლატფორმა Feedc განცხადებას ავრცელებს

519
ნიკო კვარაცხელია

“პლატფორმა Feedc-ის მენეჯმენტი და ტექნიკური ჯგუფი მადლობას გიხდით Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი თანადგომისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია”, – ამის შესახებ პლატოფრმა სოციალურ ქსელში ავრცელებს განცხადებას.

მოგეხსენებათ, ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელია საქართველოში ონლაინ-პლატფორმა Feedc შემქმნელია.

“კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის, და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება Feedc-ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა.

ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც Feedc-ს უკავშირდება სისრულეში მოვიყვანოთ. ნიკოს პროექტის მიხედვით Feedc გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე , რომელსაც ნიკოს არ ყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.ნიკოზე Feedc-ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო და არის მომავალის ადამიანი”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები