LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში ნორიოსხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

94

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში (მზიურის დასახლება) მდინარე ნორიოსხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ნორიოსხევზე, ბოლო წლების განმავლობაში წყალმოვარდნებისას იტბორებოდა ნაპირი, რაც აზიანებდა მდინარის ნაპირზე განთავსებულ სააგარაკე, საკრამიდამო ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს.

ნაპირსამაგრის პროექტით გათვალისწინებულია 132 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ბეტონის კედლის მოწყობა მდინარის ორივე ნაპირზე. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად მოგვარდება პრობლემა და მიმდებარე ტერიტორია დაცული იქნება წყალმოვარდნებისგან.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 222 304 ლარს შეადგენს. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.