LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებლობა დაიწყო

1044

გარდაბანში, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა, შპს “გარდაბნის თბოსადგურ 2“-ს ხელმძღვანელობამ, მთავრობის წევრებმა, ჩინელმა სტუმრებმა, ენერგო-ექსპერტებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019- 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ია.

დაგეგმილ პროექტს უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია ქართული ენერგეტიკული სისტემისა და მთლიანად ენერგო სექტორის მდგრადობისთვის. “გარდაბნის თბოსადგური 2-ს“ მშენებლობას ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) განახორციელებს.

კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები