გარდაბანსა და მარნეულში გიურზამ ორი ადამიანი დაკბინა. პაციენტებს შესაბამისი აცრა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ კაბინეტში ჩაუტარდათ.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, მამაკაცებს გიურზის ნაკბენი კიდურებზე ჰქონდათ, ანტიგიურზინის ვაქცინით აცრა ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბეგაშვილის თქმით, ზაფხულის პერიოდში გველის მიერ დაკბენილი პაციენტები ქალაქის ცენტრალურ კლინიკას, ძირითადად, მარნეულიდან ან გარდაბნიდან აკითხავენ.