LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გარდაბანი 2”-ის მშენებლობის ფასთა გამოკითხვაში 6 კომპანია მონაწილეობს

308

გარდაბნის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობის საერთაშორისო ფასთა გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში განუცხადეს, გამოკითხვაში მონაწილეობა ექვსმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. კორპორაციაში მონაწილე კომპანიებს ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ.

”ამჟამად, ენერეგეტიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს წინადადებების განხილვა,” – აღნიშნეს კორპორაციაში.

ტენდერი 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის საინჟინრო, შესყიდვების და მშენებლობის (EPC/Turn Key) პროექტის შესყიდვას ითვალისწინებდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ”გარდაბანი 2” ბუნებრივ გაზზე იმუშავებს, ექნება ორი ტურბინა, ორივე ტურბინის გენერატორი. აგრეთვე, თბოაღმდგენი ორთქლის გენერატორი, ორთქლის ტურბინები, გამაგრილებელი სისტემები. ”გარდაბანი 1”-ის წყლის სისტემა მოდიფიცირებული და სინქრონიზებული იქნება ”გარდაბანი 2”-თან.

გარდაბანში პირევლი თბოელექტროსადგური გასული წლის ივლისში გაიხსნა. მის მშენებლობაზე 231 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯა. ”გარდაბანი 1” თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-მ ააშენა. მშენებლობა საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ დააფინანსეს. თბოსადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები