LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაქცევა: ბოლო დროის 5 ხმაურიანი და უცნაური ძარცვა ქართულად

265
ქურდობა

ძარცვა მსოფლიოში არც ერთ ქვეყანაში არ უკვირთ. მართალია, ბევრი ვოცნებობთ ქვეყანაზე, სადაც არანაირი ქურდობა და ყაჩაღობა არ იქნება და ციხეებიც არ იარსებებს, მაგრამ როგორც ჩვენ გვინდა, ისე სადაა.

მძარცველები 21-ე საუკუნეშიც არსებობენ და სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე გავლენასაც ახდენენ.

გთავაზობთ, ბოლო დროის საქართველოში ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს, რომლებმაც საზოგადოება ერთგვარ შოკში ჩააგდო.

 

1. პირველი ადგილი მივაკუთვნეთ წერეთელის გამზირზე მიკროსაფინანსოში შეჭრილ ლევან ზურაბაშვილს.

ლევანი სათამაშო ხელყუმბარით შეიჭრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. მისი მოთხოვნა აზარტული თამაშების აკრძალვა, წამლების გაიაფება და ბანკებში ვალებზე პროცენტის დაწევა იყო.

ლევანს უამრავი დამცველი გამოუჩნდა. პოლიტიკოსებიც კი წერდნენ, რომ მათი მოთხოვნებიც იგივეა.

ლევანს მინიმუმ შვიდწლიანი სასჯელი ემუქრება.

 

2. რასაკვირველია, გვერდს ვერ ავუვლით ზუგდიდში მომხდარ ამბავს. “საქართველოს ბანკზე” განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სახელმწიფომ ბადრი ესებუას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცა.

მას მერე მისი კვალი გაქრა. არავინ იცის სადაა და დახარჯა თუ არა ესებუამ თანხა. ალბათ ბოლო სერიაში მაინც გავიგებთ, რისთვის სჭირდებოდა და რა იყიდა ნახევარ მილიონად ბადრიმ.

 

3. სასამართლო ეზოდან გაქცეულ პატიმარზე საზოგადოება დიდხანს საუბრობდა. 19 წლის პატიმარი პოლიციელებს თბილისის საქალაქოს სასამართლოს ეზოდან გაექცათ.  შემთხვევა 10 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ზაალ ძაგანაშვილი სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოში აღმკვეთის განჩინებას ელოდნენ, როდესაც სამმა პოლიციელმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა და პატიმარი მანქანაში მარტო დატოვა. მან გაქცევა შეძლო და დღემდე ძებნაშია.

 

4. გასული წლის თებერვალში უცნაური შემთხვევა მოხდა დადიანის ქუჩაზე. „ლიბერთი ბანკის“ გაძარცვის შემდეგ, პირი სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა და ისე წავიდა. მის შესახებ აღარავის არაფერი სმენია.
5. თუმცა ამაზე უცნაური ქურდობაც მომხდარა თბილისში. რამდენიმე წლის წინ კაიროს ქუჩაზე ავტომანქანა გატეხეს, საიდანაც საღეჭი რეზინი, ერთჯერადი ხელსახოცი, მეხსიერების ბარათი, სანთებელა და ბენდენა წაიღეს. როგორც დაზარალებულმა განაცხადა, მძარცველმა ხელი არ ახლო მანქანაში დატოვებულ საფულეს, რომელშიც ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათები იდო.

როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენ და როგორც ჩანს, გემოვნება მძარცველებსაც განსხვავებული აქვთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები