ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც კორონავირუსი რამდენიმეა ხანია რაც დაამარცხა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მის თანამშრომელს, რომელსაც რამდენიმე დღეა სიცხე, ასევე სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა, დღეს კი კოვიდი დაუდასტურდა, იზოლაციის შესაძლებლობა არ აქვს და სანახევროდ ქუჩაში იმყოფება.
“გაოგნებული ვარ. ახლა გავიგე, რომ 3 დღეა ჩემი სიცხიანი (გემო და ყნოსვა თავიდანვე დაკარგა) თანამშრომელი თურმე ქუჩაშია სანახევროდ და სახლში გვიანობამდე ვერ შედის. ყავს მცირეწლოვანი ბავშვები და სხვა ოჯახის წევრები. არ აქვს იზოლაციის შესაძლებლობა; უყვება ამ ყველაფერს 112-ს და ეუბნებიან ვერ მოვალოთო. როგორც იქნა დღეს გაიკეთა ტესტი და ცხადია დადებითია. და ახლა გვირეკავს ქუჩიდან, უკვე კოვიდის დადასტურებული სტატუსით და გვეუბნება, აღარ ვიცი რა გავაკეთოო.
ქუჩაში ვარ და ვიყინებიო. აი, ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ ძალიან კმაყოფილ გახარიას, რომელმაც წინა კვირას გამოგვიცხადა – მე რომ იზოლაციაში წავიდე ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებსო ❤
ბატონო გიორგი, ნუ წახვალთ იზოლაციაში, მაგრამ სხვები მაინც გაუშვით.” – წერს ვიკა ბუკია.