LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განვიხილავთ იმ გეგმას, რომელიც შემოგვთავაზა შარლ მიშელმა” – ანა დოლიძე საფრანგეთის ელჩს შეხვდა

96
1615877941-ana-dolidze-2021-04-12-18-29-49-558434

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული 5-პუნქტიანი გეგმა და კრიზისიდან გამოსვლის შემდგომი საფეხურები –  ეს საკითხები განიხილა “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე.

ანა დოლიძემ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე დიეგო კოლასს მისი ხედვებიც გააცნო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“ჩვენ დღეს განვიხილავთ იმ გეგმას, რომელიც შემოგვთავაზა შარლ მიშელმა, კრიზისიდან გამოსვლის შემდგომი საფეხურები და რა როლი შეიძლება ითამაშოს ე.წ. შუამ, ანუ ჩვენი მოსახლეობის ნეიტრალურმა უმრავლესობამ, რომელსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვს, რომ ეს კრიზისი რაც შეიძლება მალე დასრულდეს,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები