LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განვიხილავთ არის თუ არა მისაღები აცრები… ვაქცინა და აცრებიც ნებაყოფლობითი უნდა იყოს: მეუფე გერასიმე

117
Capture

“შედგება კომისია, რომელიც განიხილავს, არის თუ არა მისაღები აცრები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ ადამიანს დააძალებენ ვაქცინის გაკეთებას, ეს მოქმედება ეშმაკისეული იქნება – მეუფე ნიკოლოზი

“აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ვისაც უნდა გაიკეთებს და ვისაც არ უნდა – არა, დაძალება ამ შემთხვევაში არ შეიძლება, მოვისმენთ და გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციებს. შედგება კომისია, რომელიც განიხილავს, არის თუ არა მისაღები აცრები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ვერ შევაფასებ კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგებებს, ვინაიდან ამის არანაირი უფლება არ მაქვს”, – განაცხადა მეუფემ.

მეუფე გერასიმემ ასევე აღნიშნა, რომ აცრების წინააღმდეგ სხვადახვა მღვდელმთავრების ქადაგების მიზანი, მხოლოდ მრევლის გაფრთხილებაა.

“მღვდელმთავრები ამის შესახებ იმიტომ ქადაგებენ, რომ ჩვენი მრევლი გააფრთხილონ და ტაძარში სიარულისა და სიფრთხილისკენ მოუწოდონ”, – აღნიშნა მეუფემ.

ვაქცინაცია კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევაა: არსებობს სხვა დაავადებებიც, რომელთა მართვაც შეგვიძლია – პაატა იმნაძე