LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსხვავებული რეალი და ბარსა: აქეთ ჩემპიონი, იქით ლუზერი

165
rue6f163c024b

„ბარსელონა“ 26-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
ამაში კი რა თქმა უნდა მესი დაეხმარა.
კატალონიელებმა მხოლოდ 1:0 მოუგეს „ლევანტეს“ და სამი ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა. ეს ერთადერთი გოლი კი შეცვლაზე შესულმა არგენტინელმა გაიტანა.

მესი პირველად გახდა ჩემპიონი კაპიტნის რანგში.

„ბარსამ“ წელს მეორე ტიტული მოიგო (ესპპანეთის თასი და ჩემპიონობა) და ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გადატანილი.
ოთხშაბათს, პირველი ნახევარფინალია, შინ „ლივერპულთან“.

“ბარსელონა” ბოლო 11 წელიწადში მერვედ გახდა ჩემპიონი.

„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ჩემპიონობა შვილებთან ერთად აღნიშნეს.

 

„რეალმა“ ბოლო 10 წელიწადში პირველად წააგო 10 მატჩი ლა ლიგაში.

პირველად ზინედინ ზიდანის მწვრთნელობისას, “რეალმა” ზედიზედ ორ ოფიციალურ მატჩში ვერ გაიტანა.

„რეალმა“ „რაიო ვალეკანოსთან“ ბოლო 17 წელიწადში პირველად წააგო. პრიმერას ეგიდით კი პირველად 22 წელიწადში.

პაკო ხემესი (რაიოს მწვრთნელი): „პირველად მოვუგე ცხოვრებაში რეალს. ახლა შემიძლია მშვიდად მოვკდე“.

ზიდანი: ყოველთვის დავიცავ ჩემ ფეხბურთელებს, მაგრამ არა დღეს. ასე თამაში არ შეიძლება“.

ამ სეზონში “ატლეტიკოს” 18 მატჩში იყო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში – 0:0.

“ატლეტიკომ” ყველაზე მეტი მატჩი მოიგო (8) ანგარიშით – 1:0.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები