LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსხვავებული და ექსტრემალური სასტუმროები

291
cover

თუკი მოგზაურობასთან ერთად უცნაურ და საინტერესო გარემოში გაჩერებასა და ღამის გატარებას გეგმავთ,მაშინ გამოგვყევით ეს სტატია თქვენთვისაა. „ბონ ვოიაჟი“ მსოფლიოს ექსტრემალური და უცნაური სასტუმროების ჩამონათვალს გაგაცნობთ.

 The Wine Hotel-პორტუგალია

შესანიშნავი ადგილი ღვინის მოყვარულთათვის. მე-18 საუკუნის ფერმის ტრადიციულ სახლში განთავსების გარდა, შეგიძლიათ აირჩიოთ დარჩენა ერთ-ერთ უცნაურ „კასრ ოთახში და იქვე დააგემოვნოთ საოცარი ღვინოები. აქ ასევე ნახავთ პორტოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ღვინის მამულებს, ისიამოვნებთ მსოფლიო დონის ღვინის დეგუსტაციათა და ვენახის ტურებით. ეს სასტუმრო პორტუგალიაში გელით.

 Little Kulala-ნამიბია

დაიძინე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ შუა უდაბნოში,სწორედ ასე გამოიყურება ექსტრემალური სასტუმრო ნამიბიაში სახელად პატარა კულალა. თქვენს ნომერს სახურავზე კომფორტული საწოლი ელის ღია ცის ქვეშ. საოცარი ცა სახურავად და უდაბნოს ულამაზესი ხედები ამ სასტუმროს ხიბლია.

Marina Bay Sands Hotel-სინგაპური

ეს სასტუმრო კი ნამდვილი ფუფუნების საგანია. დიზაინი, რომელიც შემუშავებულია არქიტექტორ მოშე საფდის მიერ თვალშისაცემია. 8 მილიარდი დოლარის ღირებულების სასტუმრო სამი ჰექტარი სახურავზე გაშენებული ბაღით,რომელსაც თაღებად სასტუმროს ნომრები აქვს ნამდვილი საოცრებაა. მას ასევე აქვს მსოფლიოში ყველაზე გრძელი აუზი.

 Skylodge Adventure Suites-პერუ

თუკი სუსტი გული გაქვთ ეს სასტუმრო თქვენთვის არაა. მთელი ღამით კლდეზე გადმოკიდებულ ნომერში ძილი თავისუფლად შეიძლება გახდეს კოშმარების მიზეზი. 370 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული ნომრები დამზადებულია საჰაერო კოსმოსური კლასის ალუმინისგან. ყოველ მათგანს აქვს სასადილო ნაწილი და ინდივიდუალური აბაზანა,რა თქმა უნდა საოცარი ხედით კლდიდან.

Treehotel – Harads-შვედეთი შვედეთში

ჰარადის მახლობლად, ფიჭვნარში მდებარე Treehotel გთავაზობთ უნიკალურ “ხის ოთახებს”. ეს არ არის ჩვეულებრივი ხის სახლები და თითოეული გვთავაზობს ძალიან განსხვავებულ იერს, ინტერიერს და განსაკუთრებულ ზღაპრულ სამალავს ხეებს შორის, შენიღბული სარკისებური კედლებით, რომლებიც ირეკლავს გარემოს. უცხოპლანეტელის კაფსულის მსგავსი სასტუმრო ბავშვობის ოცნებების სახლს ჰგავს.

 Hotel Kakslauttanen – ლაპლანდია

თუ ოდესმე გიფიქრიათ, როგორი შეიძლება იყოს იგლუში ცხოვრება, ეს ადგილი თქვენთვისაა. სასტუმრო Kakslauttanen, ურჰო კეკონენის ეროვნული პარკის მიმდებარედ შორეულ ლაპლანდიაში მდებარეობს. ცნობილი სოფელი შუშის და თოვლის იგლუებით. თერმული მინისგან აშენებული, რომელიც შექმნილია ყინვისგან თავის დასაღწევად.დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან აპრილის ბოლომდე  სასტუმრო ოთახები გთავაზობთ შესაძლებლობას უყუროთ ჩრდილოეთის ციალს თქვენივე საწოლიდან. აქ არა მხოლოდ გარანტირებული გაქვთ მშვიდი ღამის ძილი, არამედ შეგიძლიათ ირმებშებმული ეტლითაც გაისეირნოთ და დაუვიწყარი მოგონებებით აივსოთ.

Finca Bellavista-კოსტარიკა

კოსტა რიკის ჯუნგლების ტყის სიღრმეში ნახავთ Finca Bellavista-ს, მსოფლიოში ცნობილ ხეზე სახლებს. ულამაზესი ნაგებობების ნაწილი კერძო საკუთრებაშია, ზოგი კი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. თითოეული მათგანი აღჭურვილია ცხელი წყლით, სამზარეულოთი და ულამაზესი ხედებით ტროპიკულ ტყეზე. მისი აივნებიდან შეგიძლიათ დატკბეთ ჯუნგლების ველური რიტმით და თვალი ადევნოთ ცოცხალ არსებებს მათ შორის მაიმუნებს. გემრიელი ტროპიკული კოქტეილები,კერძები და იოგას კლასები აქაურობის დამატებითი სიამოვნების წყაროა.

Jumbo Stay Hotel –შვედეთი

Jumbo Stay Hotel საშუალებას აძლევს სტუმრებს ღამე გაატარონ თვითმფრინავში, მიწის დატოვების გარეშე. ყოფილმა Boeing 747-მა ფუნქცია შეიცვალა რათა შექმნას უნიკალური გარემო ღამის გასათევად. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ლუქსის ოთახი, ორადგილიანი ნომერი, ან ბიუჯეტური საერთო საცხოვრებელი. საუკეთესო ნომერს ძვირადღირებული კაბინა წარმოადგენს, რომელიც აღჭურვილია პანორამული ხედებით, საიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ თვითმფრინავების ხედით, რომლებიც ეშვებიან სტოკჰოლმის არლანდას აეროპორტში. სტუმრებს ასევე შეუძლიათ დაისვენონ კომუნალურ დარბაზში რესტავრირებულ სავარძლებში მიირთვან მარტინის საბორტო ბარში.

Key Largo-ფლორიდა

ზღვის წიაღში ღამის გათევას თუ მოისურვებთ შეგიძლიათ ჩაყვინთოთ ფლორიდაში დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე და უცნაურ წყალქვეშა სასტუმროში აღმოჩნდებით. ავტორმა მას სახელი ჟიულ ვერნის მიერ შექმნილი წიგნის პატივსაცემად დაარქვა. ყვინთვის სპეციალური სერტიფიკატების მქონე სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ შეუზღუდავი დაივინგით. რაც შეეხება ახალბედებს, სასტუმრომდე მისასვლელად საჭიროა სამსაათიანი კურსი, მაგრამ ეს ასევე საშუალებას იძლევა ისარგებლოთ ლაგუნაში დაივინგ ექსკურსიებით ინსტრუქტორთან ერთად.

Cave hotel-იტალია

18 ნომრიანი სასტუმრო მათთვის ვისაც გამოქვაბულში ცხოვრების გამოცდილება აინტერესებს. დიახ იტალიის კლდეებში გახიზვნა და მსგავს გარემოსი ღამის გათენება სწორედ ამ სასტუმროშია შესაძლებელი. საინტერესო დეკორი და იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული საცხოვრებლების კომპლექსი იტალიის ქალაქ მატერაში გელით. სისადავე და სიმარტივე ნომრების თავისებური ხიბლია. ავეჯი დამზადებულია ადგილობრივი ხელოსნების მიერ. აქ თავს ქვის ხანაში იგრძნობთ,თუმცა თანამედროვე შტრიხებით,როგორიცაა აბაზანა,ელექტროენერგია და ცხელი წყალი.