LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განსაკუთრებული ყურადღებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ” – ბულეიშვილი “ომიკრონის” სიმპტომებზე საუბრობს

132
მაკა ბულეიშვილი

პროფესორი მაკა ბულეიშვილი საქართველოში “ომიკრონის” მოსალოდნელი გავრცელების მასშტაბებზე საუბრობს და ასევე ახალი შტამის სიმპტომებს განმარტავს.

ბულეიშვილმა ამის შესახებ დღეს მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში, “ომიკრონის” ორი დადასტურებული შემთხვევა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ძალიან დიდ მასშტაბებში გადავიდეს:

“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიცვათ აუცილებელი რეკომენდაციები და მივყვეთ სამედიცინო პერსონალის იმ გამუდმებით მოთხოვნილებას, რომელიც გვაქვს ამდენი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით, რომ “ომიკრონის” შტამი უკვე დაფიქსირებულია ქვეყანაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით, რომ მისი განვრცობადობის არეალი არის ძალიან დიდი, ამავე დროს, როგორც ვიცით, იგი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ საყურადღებო სიტუაცია და მდგომარეობა გვაქვს. შესაძლოა “ომიკრონის” ორი დადასტურებული შემთხვევა ხვალ, ზეგ ძალიან დიდ მასშტაბებში გადავიდეს.

„ომიკრონი“ არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი – მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მესამე, ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციას: თენგიზ ცერცვაძე

“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი

მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი” გამოიხატება მწვავე რესპირატორული სიმპტომების მსგავსი მსუბუქი სიმპტომებით, შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩვა, უმნიშვნელო ხველა, ერთადერთი სანუგეშო, რომელსაც კარგი იქნება თუ დავაკვირდებით და მეტ ინფორმაციას მივიღებთ, არის ის, რომ “ომიკრონმა” შეიძლება დააზიანოს ზედა სასუნთქი გზების სისტემა, ანუ შეიძლება გამოხატული იყოს, როგორც მწვავე რესპირატორული დაავადება. განსაკუთრებით ყურადღებით ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები უნდა იყვნენ”, – თქვა ბულეიშვილმა.

მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ძალიან დიდი რაოდენობის მასების დაინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორს, პრობლემები შეექმნას.

“ამ ეტაპისთვის თერაპიულ ბლოკში, ჰოსპიტალური თვალსაზრისით, პრობლემა ნამდვილად არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ფხიზლად არ უნდა ვიყოთ.

მოხდება ის, რომ “ომიკრონი” გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, 3-4 ჯერ უფრო სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ რეკომენდაციები დაცული არ იქნება. განსაკუთრებით დიდი ყურადღება გვმართებს წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც მაღალია მოსახლეობის მობილობა. მაშინ როდესაც უფრო მეტად შეიძლება გავრცელდეს ვირუსი.

ჯერჯერობით “ომიკრონის” რამდენიმე შემთხვევაა დაფიქსირებული და მას “დელტა” შტამი ჩანაცვლებული არ ჰყავს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია, რომ “ომიკრონმა” მთლიანად ჩაანაცვლოს.

„მე-6 ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ შევა” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს

“20%-ით მეტია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა” – როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ბავშვებში

გამორიცხული არ არის, ძალიან დიდი რაოდენობის მასების დაინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალურ სექტორს, ცხადია, პრობლემები შეექმნას.

“ომიკრონის” მსუბუქი სიმპტომატიკიდან გამომდინარე, თუ სწორად იქნება მართული, შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების, ანუ ოჯახის ექიმების მიერ იყოს მართული. მაგრამ თუ კი მასობრივი იქნება დაინფიცირების რისკი, ვნახეთ რა მოხდა “დელტა” შტამთან, როდესაც 5 000 – 6 000 იყო ინფიცირებულთა რაოდენობა, მაშინაც კი გაუჭირდა საოჯახო მედიცინას, მაგრამ თუკი ეს რიცხვი სამმაგი, ოთხმაგი ან ხუთმაგი იქნება, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის რგოლს გაუჭირდება”, – აღნიშნა მაკა ბულეიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია რეკომენდაციების დაცვა – ნიღბის ტარების მაჩვენებლების გაზრდა და მობილობის შემცირება. “მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ არანაირი შიში, არანაირი პანიკა”, – ამბობს ბულეიშვილი.

ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ – რა სიმპტომებით ამოიცნობთ „ომიკრონ“ შტამს?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები