LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებული სიახლე ოფთალმოლოგიაში – „ოფთალმიჯში“ გლაუკომის სამკურნალოდ მიკროიმპულსური ლაზერი დამონტაჟდა

103
94889440-3089617097725503-4615157670557515776-n

განსაკუთრებული სიახლე ოფთალმოლოგიაში – გლაუკომის სამკურნალოდ ამერიკულმა კომპანია „ირიდექსმა“ შეიმუშავა მიკროიმპულსური ლაზერი. ლაზერის მეშვეობით პირველად ხდება თვალშიდა წნევის რეგულირება, სითხის პროდუქციის შემცირების ხარჯზე. აღნიშნული დანადგარი დამონტაჟდა ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯში“. პირველი ოპერაციები კი უკვე წარმატებით შესრულდა.

ცნობისთვის, კლინიკა „ოფთალმიჯი” დაარსდა 1996 წლის 7 იანვარს. მისი დამფუძნებელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. გიორგი ჯავრიშვილია. 1997 წელს ოფთალმიჯის ბაზაზე, პირველად საქართველოში, დაინერგა თვალის მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: თვალის ბადურის დაავადებების მკურნალობა არგონ-ლაზერის გამოყენებით, კატარაქტის ქირურგიის უნაკერო მეთოდი – ფაკოემულსიფიკაცია და რქოვანის გადანერგვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები