LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განქორწინების შემდეგ ჯონი დეპი უფრო ბედნიერი გახდა

37

ემბერ ჰერდთან ხმაურიანი განქორწინების პროცესი წარსულს ჩაბარდა და ჯონი დეპი ნელ-ნელა უწინდელ ცხოვრებას უბრუნდება.

როგორც “დეილი მეილი” წერს, ვარსკვლავი კვლავ ფორმაში დგება და ნორმალური ცხოვრების წესს უბრუნდება. დეპი სამომავლო გეგმებს აწყობს და ამასთან, პირადი ცხოვრების დალაგებასაც ცდილობს. 53 წლის მსახიობი უკვე პაემნებზეც დადის.

„ის სერიოზულად მუშაობს საკუთარ თავზე და გაცილებით ჯანმრთელად გამოიყურება. ბევრ დროს ატარებს ბავშვებთან და დადის პაემნებზე. ყველაფერი გაცილებით უკეთ არის“ – აცხადებს ინსაიდერი.

ამჟამად, დეპი „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პრომოტურში იმყოფება. ფილმი დიდ ეკრანებზე 25 მაისიდან გამოდის. ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები