რამდენიმე კვირის წინ, ტაბლოიდები აჭრელდა სილვესტერ სტალონესა და ჯენიფერ ფლავინის განქორწინების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. 25 წლიანი ქორწინების „დასასრული“ სილვესტერ სტალონეს დაუფიქრებელმა საქციელმა გამოიწვია. ინსაიდერები ერთხმად აცხადებდნენ, რომ სტალონემ ოჯახს ფინანსური აქტივები დაუმალა. ამის შემდეგ 76 წლის მსახიობმა მეუღლის პორტრეტის ტატუები წაიშალა.
სტალონემ და ჯენიფერ ფლავინმა განქორწინების პროცესი შეაჩერეს და ახლა ისეთი ბედნიერები არიან, როგორც არასდროს. წყვილი მანჰეტენზე გადაიღეს. ცოლ-ქმარი მისეირნობდნენ და კმაყოფილი სახეებით ბჭობდნენ, ჯენიფერს მეუღლისთვის ხელკავი ჰქონდა გაყრილი. როგორც ჩანს, მათი 25 წლიანი ქორწინება გადარჩენილია.