მას შემდეგ რაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლასა და აrჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, პარტია “გირჩმა” პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე დაიწყო საუბარი.
ზურაბ ჯაფარიძის გუნდი, თვლის, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მეორე ტურში მონაწილეობა, თუმცა ამას აზრი უნდა ქონდეს. ამ შემთხვევაში “ქართულმა ოცნებამ” უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ოქმების გადამოწმებისას და საჩივრების განხილვისას პროცესი სამართლიანად წარიმართოს და რეალული შედეგი გაირკვეს.
“ეს გამოსავალი ჩვენი მოფიქრებული არ არის. ჩვენ ფაქტობრივად სხვადასხვა პარტიების მიერ გამოთქმული აზრებიდან, რაც მოგვეჩვენა რომ მისაღები იქნებოდა ოპოზიციისთვის და მისაღები ყოფილიყო ხელისუფლებისთვის, ასეთი ნაწილი შევადგინეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. ჩემი აზრითეს ღირსეულად სახის შენარჩუნების საშუალებაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. აქედან გამომდინარე ძალინ გული მწყდება, რომ ჩემი კოლეგები აგვიანებენ ამ თემაზე სერიოზულად საუბარს“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ გადაცემა “რეალურ დროში.”
“გირჩი” მიიჩნევს რომ მეორე ტურში მონაწილეობის მიუხედავად ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ერთი წლის შემდეგ მაინც უნდა გაიმართოს.
იაგო ხვიჩიამ რადიო “ფორტუნას” ეთერში უპასუხა პარტიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც.
“გვაბრალებენ, რომ ოპოზიციას ვღალატობთ. ეს ყველაფერი არის სისულელე.
“გირჩი” არის ოპოზიციური შეთანხმების ერთგული და ასეც იქნება.” – აცხადებს იაგო ხვიჩიამ.