LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განხორციელდა თუ არა კიბერთავდასხმა დეპუტატებზე : “მიუვიდათ შეტყობინება, როგორ დაიცვან თავი”

108

დეპუტატების ელექტრონულ ფოსტებზე კიბერშეტევა არ განხოციელებულა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა პერტაია „ფეისბუქზე“ წერს, რომ პარლამენტის წევრებმა მიიღეს შეტყობინებები, როგორ აირიდონ თავიდან კიბერშეტევა.

პარლამენტის პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ უბრალოდ, არსებობდა ინფორმაცია შესაძლო საფრთხის შესახებ, რის გამოც, შემომავალი მეილები პრევენციული მიზნით დაიბლოკა.

დღეს პარლამენტში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თითქმის ყველა დეპუტატმა ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება მათ გზავნილებზე კიბერთავდასხმის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები