LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განიხილება თუ არა ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხი – რა განცხადებას ავრცელებს „მთავარი არხი“

416
ფორტუნა - 2023-05-12T120917.623

„მთავარი არხი“ ლაშა ნაკაიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

არხის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, ლაშა ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს არ განიხილავენ. მათივე განცხადებით, „ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას“

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშა ნაკაიძის საქმეზე 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაამართლა გაუპატიურებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებებში. ამავე დროს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ძალადობასა და მუქარაში და მიესაჯა ერთწლიანი პატიმრობა.

„მთავარი არხი“ რჩება თავდაპირველ პოზიციაზე, რომელიც გაჟღერდა ლაშას დაკავებისთანავე – ტელეკომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის ძალადობას და არ განიხილავს ნაკაიძესთან თანამშრომლობის აღდგენის საკითხს.

ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიხელმძღვანელოთ ამ ეტაპზე არსებული განაჩენით“. – აღნიშნულია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი ლაშა ნაკაიძე, რომელსაც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას, ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელებას ედავებოდნენ, სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლაშა ნაკაიძე უკვე 9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და, შესაბამისად, საპატიმროს 3 თვეში დატოვებს.

გამამართლებელი ნაწილი გაუპატიურების, ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელების მუხლებს ეხება.

„პროკურატურა სააპელაციო წესით გაასაჩივრებს ლ.ნ.-ს მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ ნაწილობრივ გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ოჯახის წევრის გაუპატიურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელების ფაქტებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ლაშა ნაკაიძის ადვოკატი – პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? – ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი.. დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა მის თავს და ვინ გაწირა

ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს

დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა: რას აცხადებს ლაშა ნაკაიძის საქმის პროკურორი – დევს თუ არა საქმეში ფოტომასალა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ტელეწამყვანმა დაზარალებულის დედას გაუგზავნა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები