LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განცხადება იყო სრულიად გამაოგნებელი, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“ – ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

120
Untitled design (3)

სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებით გამოეხმაურა და განმარტა, რომ „მათი ერთ-ერთი პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის დახმარების მიზნებს“.

საელჩოს განცხადებას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „სრულიად გამაოგნებელს, შემაშფოთებელს და ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელს“ უწოდებს. კობახიძის თქმით, საზოგადოების მოლოდინია, რომ აშშ-ის საელჩოსგან მოისმინოს, რომ მათი მხრიდან არ მოხდება რევოლუციური სცენარების მხარდაჭერა.

„მე წავიკითხე საელჩოს განცხადება, გაოგნებული ვიყავი, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი განცხადება, რაც მოვისმინეთ. იმის მაგივრად, რომ გვენახა გამიჯვნა იმ პროცესებისგან, რაც პირდაპირ რევოლუციასთან არის დაკავშირებული, ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული განცხადება. ეს აღმაშფოთებელია. ქართულ საზოგადოებას უნდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში და არ უნდა რევოლუცია და ის უბედურება, რაც რევოლუციამ მოუტანა, იგივე ჩვენს მეგობარ უკრაინას. საზოგადოების მოლოდინია, რომ აშშ-ის საელჩოსგან მოისმინოს განსხვავებული პოზიცია, პოზიცია, რომ მათი მხრიდან არ მოხდება რევოლუციური სცენარების მხარდაჭერა. თუმცა, გუშინდელი განცხადება იყო სრულიად გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები