LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტროში ოპტიმიზაციის შესახებ გადაწყვეტილებებს ერთ კვირაში მიიღებენ

69

ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ “ვინც არ მუშაობს კარგად, ყოველთვის დარჩება უმუშევარი“. მინისტრმა დღეს მის უწყებაში მოსალოდნელ ოპტიმიზაციაზე ისაუბრა.

“საერთოდ ჩვენს სისტემაში ბევრი თანამშრომელია. ჩვენი მცდელობა, ფუნქციების ოპტიმიზაცია იქნება. შევეცდებით, გავაძლიეროთ ის მიმართულება, რომელიც უშუალოდ განათლების სისტემის განვითარებას ეხება და რაც არის “ბექ ოფისის“ მხარდამჭერი ფუნციები, იქ “მოვუჭიროთ“. დაახლოებით ერთ კვირაში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“, – განუცხადა ჟურნალისტებს განათლების მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები