LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების სამინისტრო: გალსა და ახალგორში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა უკიდურესად მიუღებელია

84
განათლების-სამინისტრო

განათლების სამინისტრო გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასე ეხმიანება და შეშფოთებას გამოთქვამს.

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღება აიკრძალა: სახელმწიფო მინისტრის აპარატი

როგორც უწყებაში აცხადებენ, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება და უკიდურესად მიუღებელია:

“ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებსა და პრინციპებს.

გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან და აქედან გამომდინარე ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევის გამოვლინებასთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს უკვე აქვთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩათვლით.

ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად.” – აცხადებენ სამინისტროში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები