LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების რეფორმას რისკები აქვს – გია მურღულია

415
murgulia

განათლების სპეციალისტი გია მურღულია განათლების სამინისტროს და რეფორმაში ჩართულ პირებს ურჩევს რისკები შეაფასონ. მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში ჩავარდა განათლების რეფორმა.

როგორც მან გადაცემაში “პირისპირ” განაცხადა, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება პედაგოგებისთვის დამსახურების მიხედვით ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, ბადებს ორ რისკს.

“თუ ხელფასი საკმარისად ამაღლდა, მოუნდება ამ სისტემაში შემოსვლა ისეთ ადამიანსაც, რომელიც აქ შემოსვლას არ იმსახურებს არც კომპეტენციით, არც განწყობებით და ღირებულებებით; და მეორე – ის ადამიანები, რომლებიც კარგი იქნება რომ უკვე გავიდნენ სისტემიდან, შეიძლება ხელფასის მატებამ ისინი დააბას სისტემაში და აღარ გავიდნენ”, – განაცხადა გია მურღულიამ.

მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყო და როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, პირველივე დღეს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი 2000-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოთქვა.

13 მაისს ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილსხელფასი გაეზრდება.