დღეს ბათუმში კავკასიის უნივერსისტეტის კამპუსის მშნებლობის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და სხვა პირები გამოვიდნენ.
მაშინ, როდესაც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე სიტყვით გამოდიოდა, ბანერი წაიქცა. აბულაძე უნივერსიტეტის მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობდა.
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი და სკოლა გაიხსნება. 1500 ადილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.