“ვაქცინების თანასწორი და სამართლიანი გადანაწილებისთვის გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი” – ასე აფასებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აფრიკული ქვეყნის, განას ვაქცინაციით მომარაგების პროცესს.
დასავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც კოვაქსპლატფორმის საშუალებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ასტრაზენეკას” 600 000 დოზა მიიღო.
დედაქალაქ აკრაში ვაქცინა გუშინ ჩაიტანეს. ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა აცხადებენ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.
განსაზღვრულია ის სამიზნე ჯგუფებიც, რომლებიც საწყის ეტაპზე აიცრება – ვაქცინას თავდაპირველად მიიღებენ ჯანდაცვის მუშაკები და 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები.
მსოფლიო კოვიდრუკაზე განა 89-ე ადგილს იკავებს. Worldometers-ის მონაცემებით, ქვეყანაში აღრიცხულია კოვიდ-19-ით ინფიცირების 81 245 შემთხვევა, გარდაცვლილია 584 ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინების განაწილების პროცესი უმნიშვნელოვანესია, რომელიც მთავარ როლს შეასრულებს პანდემიის დასამარცხებლად.
ჯანმო-ში ასევე ამბობენ, რომ ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობებთან და მწარმოებლებთან, რათა ვაქცინების თანაბარი გადანაწილების პროცესი სამართლიანად გაგრძელდეს.
განა ვაქცინის პირველ დოზებს იღებს. იხილეთ ფოტოგალერეა: