LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული სამზარეულო და დასუფთავებული პლაჟი: ”გურია პალასი” დამსვენებლებს ელის

883

”გურია პალასი” (Guria Palace) დამსვენებლებს სიახლეებით ხვდება. სასტუმრომ სრულად განაახლა სამზარეულო და კერძები ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს მოარგო. როგორც ”ფორტუნას” ”გურია პალასის” გენერალურმა მენეჯერმა, რუსუდან ლაცაბიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე სასტუმრო სეზონურია და ის მხოლოდ ზაფხულის პერიოდში მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებას გეგმავს.

”მიმდინარე წელს სეზონი მაისის თვეში გავხსენით. სექტემბრიდან კი უკვე ვგეგმავთ, რომ ახალი შემართებით დავიწყოთ მუშაობა და დამსვენებლების მიღება მთელი წლის განმავლობაში შევძლოთ”, – აღნიშნა რუსუდან ლაცაბიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”გურია პალასი” 6-სართულიანი სასტუმროა, რომელშიც 58 ნომერია განთავსებული.

”გვაქვს სტანდარტული, საოჯახო, ლუქსის და დელუქსის ტიპის, ასევე ტრიპლის ტიპის ნომრები. სასტუმროს შენობაში განთავსებულია: საბილიარდო ოთახი, ბავშვთა გასართობი ოთახი, რესტორანი, ლობი-ბარი, საუნა და მასაჟის ოთახი. რაც შეეხება ეზოს, აქ გვაქვს კაფე-ბარი და ღია აუზი, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. სასტუმროს წინ არსებული პლაჟი კი მუდმივად სუფთავდება ჩვენივე თანამშრომლების მიერ”, – განმარტა ”გურია პალასის” გენერალურმა მენეჯერმა.

ცნობისთვის, ”გურია პალასი” მდებარეობს შეკვეთილში, სადაც ზღვის სანაპირო მაგნიტური ქვიშისაა. სასტუმრომ ფუნქციონირება 2014 წელს დაიწყო და აქ 40-ამდე ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები