LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებულ ”შერატონს” საქართველოში ყველაზე დიდი წვეულებათა დარბაზი ექნება

163

სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასი” თბილისში 2017 წლის დასაწყისში გაიხსნება. როგორც ”ფორტუნას” სასტუმროს მფლობელ კომპანია ”რაკიაში” განუცხადეს, ამჟამად, სასტუმროს ფასადის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

”რეკონსტრუქციის შემდეგ, სასტუმროში სრულიად განახლებული ინტერიერი და ექსტერიერი, ახალი რესტორნები და ტერას ბარი, განახლებული და გადიდებული აუზი და სავარჯიშო დარბაზი იქნება. აქვე განთავსდება საქართველოში ყველაზე დიდი წვეულებათად დარბაზი საქართველოში”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, რენოვაციის შემდეგ, სასტუმროში 220  ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომერი იქნება და მომხმარებელი უმაღლესი კლასის მომსახურებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასი”, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. მისი სრულად განახლებისთვის, ჯამში, 40 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები