“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ნეკა დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება.
“განა ის არ სჯერათ, რომ ქმარმა შეიძლება ჩაგარტყას, თავი მიგარტყმევინოს ან, თავზე წყალი დაგასხას, უფრო, არ ესმით – ეს როგორ ვერ უნდა მოითმინო,ამის გამო ხმა რატომ უნდა ამოიღო?
მთავარი პრეტენზიაა: რატომ არ მოითმინა ძალადობა, ასეთი მოუთმენელი რა იყო… რატომ უნდა გქონდეს ღირსება განა, ის ოჯახზე მნიშვნელოვანია? რატომ არ მოითმინე ბავშვის გამო? მისი კარიერის გამო? ტრადიციების გამო? ჩვენ თუ ვთმენთ?
და დარწმუნებული ვართ რომ გვესმის რა არის ღირსება? საკუთარი ცხოვრება? თვითშეფასება? არჩევანი? იქნებ ჩვენ თვითონ დაგვაფიქროს, სად რას ვითმენთ და გავიხსენოთ, სად გამოგვრჩა ჩვენი ღირსება, არჩევანი, ბედნიერება”, – წერს არგანაშვილი.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის დეტალები გაიხსენა და ვიდეობიც წარადგინა.