LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების გამო, კოვიდშემთხვევების სრული მონაცემების პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა

152
1

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული კოვიდინფიცირებულთა რიცხვი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი მაღალია და ის თითქმის 40%-ია.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, გასულ შაბათ-კვირას პორტალს ანახლებდნენ და ტექნიკური სამუშაოების გამო ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა:

“დღეს არის 4 000 შემთხვევა და, სამწუხაროდ, 21 გარდაცვალება. ინფიცირების ეს რიცხვი რეალურ სიტუაციას არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, სადღაც 40% .

რეალურად, შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა და იყო ტექნიკური სამუშაოები. ამიტომ ყველა მონაცემის პორტალზე ატვირთვა ვერ მოხერხდა. დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ, ხვალ იქნება განახლებული მონაცემები, რომელიც მოიცავს როგორც კვირის, ასევე ორშაბათის შემთხვევებსაც”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, “პიკის პერიოდში ვართ და ამ პიკის გადავლის ეტაპი მაინც, ვფიქრობთ, ამ კვირაში უნდა დაიწყოს”.

შეგახსენებთ, დღეს Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კოვიდით ინფიცირების 4 028 შემთხვევა და გარდაიცვალა 21 ადამიანი.