LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ვეცადოთ, ტრანსპორტი არ გადაიჭედოს

222
gamyrelidze

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეპიდსიტუაციის გაუარესების მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, ამიტომ, არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია.

“ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება მკაცრად გაკონტროლდება - კალაძე

ავტობუსები, რომელიც ჯანსაღია ფუნქციონირებს და უპრობლემოდ გადაადგილდება, ყველა გაშვებული გვყავს”, - განაცხადა კალაძემ.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის,13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა. როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები