LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ იანვრის ბოლოს ინფიცირების მაჩვენებლი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება

208
BeFunky-collage (3)

“შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა ანუ მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ამის შედეგი უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში, დაწესება ერთია და მისი აღსრულება – მეორე”-  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების შესრულების შემთხვევაში, იანვრის ბოლოსკენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლი სავარაუდოდ განახევრდება.

რატომ არ ვრცელდება შეზღუდვები სილამაზის სალონებზე – გამყრელიძის განმარტება

“ქვეყანაში სიტუაცია ძალიან რთულია. უნდა გავითავისოთ ყველამ და ეს რეგულაციები უნდა შევასრულოთ. დიდი იმედია იმის, რომ ამ შემთხვევაში არ გვექნება სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ ამ სწრაფ ზრდას, მერე დაიწყება უკუსვლა და სადღაც იანვრის ბოლოსკენ ჩვენ დიდი ალბათობით უნდა ჩამოვიდეთ სხვა მაჩვენებლებზე, რომელიც იქნება ორჯერ და უფრო მეტჯერ ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის. ეს არის დღეს ყველა ამ შემზღუდავი ღონისძიების მიზანი.

მესმის, ეს რთულია მოსახლეობისთვის, აღსაქმელად რთულია, არის ბევრი კრიტიკა, მაგრამ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის უპირველესი უფლება. ჩვენი კრიტიკული ზღვარი სიკვდილიანობის გადის 29-ზე, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი. სამწუხაროდ ამ ზღვარს გადავედით და საჭიროა შემზღუდავი ღონისძიებები”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

ვის არ ეხება შეზღუდვები ანუ ვინ იმუშავებს: მთავრობის გადაწყვეტილება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები