LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა – სამწუხაროდ, ვიჩქარეთ

103
aMIRAN 77

კორონავირუსის გამო დაწესებული შეღუდვების მოხსნა საქართველოში ნაჩქარევად მოხდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება.

„შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. მოგეხსენებათ, რომ სამედიცინო მხარე, ექიმები საბჭოზე ვართ უფრო რადიკალურები ყოველთვის, ვიდრე ეკონომიკური მხარე.

ისიც გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკისთვის საჭირო იყო გარკვეული თავისუფლება, რომ ეკონომიკას ამოესუნთქა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს.

ამიტომ ჯერდება იქ ყველა წინადადება და შემდეგ ვცდილობთ „ოქროს შუალედით“ იყოს გადაწყვეტილებები მიღებული. მაგრამ გეთანხმებით, რომ შეზღუდვების მოხსნა მთელი რიგი მიმართულებებით იყო დაჩქარებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები