LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: ჩემი რჩევაა, როცა გარე სივრცეში რამდენიმე ადამიანი შეიკრიბებით, პირბადე მაინც გაიკეთოთ

104
BeFunky-collage (3)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ გარე სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება გააუქმა, სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე სასურველია, რამდენიმე ადამიანის შეკრების დროს მათ პირბადე მაინც გაიკეთონ.

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

„მოიხსნა ვალდებულება ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღის, ანუ პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში, ის რჩება ყველგან სავალდებულოდ დახურულ სივრცეებში – მეტროში, ტრანსპორტში, ყველგან, ოფისებში. დახურულ სივრცეებში ჩვენ პირბადე ჯერჯერობით უნდა ვატაროთ.

გარე სივრცეებში რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოიხსნათ. არავინ მაგაზე არ დაგაჯარიმებთ, თუ ვთქვათ არ გეკეთებათ, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჩემი პირადი რჩევა გახლავთ, რომ იქ, სადაც იკრიბება გარე სივრცეში ადამიანთა გარკვეული რაოდენობა – 5, 10 მეგობარი რომ საუბრობთ, სასურველია, რომ გაიკეთოთ ხოლმე პერიოდულად პირბადე, იმ დროს, როცა რამდენიმე ადამიანი იკრიბება… ჩემი საექიმო რჩევა იქნება, რომ ჯერჯერობით მაინც ვუფრთხილდეთ და ვიყოთ ფრთხილად”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემია ჯერ კიდევ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად. ამირან გამყრელიძის თქმით, ოფიციალურად 6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, მაგრამ სამჯერ მეტი ადამიანი შეიწირა რეალურად პანდემიამ.

ჯანდაცვის მინისტრი – პანდემია დასასრულს უახლოვდება

„დღეს მე საბჭოს მოვახსენე, რომ ოფიციალურად 6 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი ამ ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში კოვიდით. კოვიდმა აჯობა ყველაზე დიდ 4 ინფექციურ მკვლელს – ტუბერკულიოზს, ჰეპატიტს, შიდსსა და მალარიას. გადააჭარბა ყველას.

ნახე ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიები ლანცეტში, ეკონომისტში და ნახავთ რომ შეფასებითი მაჩვენებელი  გაცილებით უარესია. როგორც ისინი ამბობენ, არა 6 მილიონი არამედ სამჯერ მეტი შეიწირა პანდემიამ პირდაპირი თუ არა პირდაპირი გზით, “- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

28 მარტიდან, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება – იხილეთ ჩამონათვალი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები