LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: 164 000 აქტიური შემთხვევაა, ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი გაზრდილია, სისტემა უძლებს

133
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ამ ეტაპზე მძიმე შემთხვევების რაოდენობა არ იმატებს.

ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარება საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე შეაფასა და”ომიკრონის” მიმდინარეობაზეც ისაუბრა:

“ომიკრონი” ქვეყანაში ძალიან აქტიურად ცირკულირებს. ჩვენთან იდენტიფიცირებულია დღეს არსებული “ომიკრონის” ორივე შტამი.

ეპიდსიტუაციის ყველა მაჩვენებელი, როგორიც არის – დადებითობა, ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი – გაზრდილია, მაგრამ ჯერჯერობით, მძიმე შემთხვევების რაოდენობა კლინიკებში და ასევე დატვირთვა, როგორც ინტენსიურზე, ასევე რეანიმაციაზე, არ იმატებს, ისევე როგორც ჰოსპიტალურ სექტორზე.

ძირითადი დატვირთვა არის ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 164 000 აქტიური შემთხვევაა, სისტემა მუშაობს და უძლებს.

ხშირად ისმება კითხვა – “ომიკრონისგან” ადამიანები იღუპებიან თუ არა და რატომღაც ეს მოარული ინფორმაცია არის, რომ “ომიკრონი” ძალიან მსუბუქია და ჩვენ ამას გადავიტანთ ფეხზე და არაფერი განსაკუთრებული იქნება.

სამწუხაროდ, “ომიკრონი” ხანდაზმულ ასაკში იწვევს გართულებებს, შედარებით ნაკლებს, ვიდრე ეს “დელტასთან” მიმართებაში იყო.

“ომიკრონით” გვაქვს როგორც გართულების, ისე, სამწუხაროდ, ფატალური შემთხვევებიც” – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები