LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

78

გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის – ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე, ზემო ხვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის დასრულების შედეგად 3000-ზე მეტი მოსახლე 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 5 ჭაბურღილი, ერთი რეზერვუარი, საქლორატორო და სატუმბი სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 კმ წყალმომარაგების ქსელს. მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიზნით, დამონტაჟდა 880 ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი.

პროექტი მსოფილო ბანკმა დააფინანსა. მისი ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი ლარია.