“გამოვრიცხავ უახლოეს დღეებში “ლოკდაუნსა“ და მკაცრი შეზღუდვების დაბრუნებას, მე პირადად ამას მხარს არ ვუჭერ და რამდენადაც ვიცი, მთავრობაც მხარს არ უჭერს”,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსით ინფიცირების ზრდა მოსალოდნელია, თუმცა მისივე განმარტებით, თუ ამ მაღალ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ ჯანდაცვის სექტორი ყველა ავადმყოფის მოვლას უზრუნველყოფს.
“ზრდა მოსალოდნელია, საჭიროა ის ნორმატივები დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს, -პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და თავშეყრის ადგილებში, ასევე, საზღვარზე კონტროლის გამკაცრება. დღეს კრიტიკული არ არის, წარმატებით ვუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცუმულობას გავუძლოთ წარმატებით და კიდევ უფრო ცოტა მეტს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.