სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს თანამშრომლებმა ნინოწმინდის პანსიონში მუშაობა დაასრულეს.
სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.
მათი განცხადებით, პანსიონში გარკვეული ხარვეზები დააფიქსირეს, თუმცა ისეთი ტიპის არა, რომ ლიცენზიის გაუქმება მოხდეს.
რა სახის დარღვევებზეა საუბარი, მათ არ დაუკონკრეტებიათ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს სასამართლო განიხილავს.
“ბავშვები, რომლებიც გალიაში ჰყავთ გამომწყვდეულები, აუცილებლად იცხოვრებენ უკეთეს პირობებში” – ნინოწმინდის პანსიონის მძიმე ამბავი
“არასათანადო მოპყრობის რისკის გამო, ასეთი ტიპის დაწესებულებები უნდა გაუქმდეს” – გოგა ხატიაშვილი ნინოწმინდის პანსიონზე