LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოვლიდნენ „წლის მსოფლიო ავტომობილის“ ფინალისტები

87

პრემია „წლის მსოფლიო ავტომობილის“ ორგანიზატორებმა ფინალისტების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც პირველობისთვის იბრძოლებენ. ჩამონათვალი ათი ავტომობილისგან შედება – მათგან სამი იაპონურია, ორი გერმანული და ბრიტანული, ასევე თითო-თითო შვედური, სამხრეთ კორეული და იტალიური ბრენდები. გამარჯვებული 28 მარტს ნიუ–იორკის მოტორშოუზე გამოვლინდება.

საუკეთესო ავტომობილის წოდებაზე წარდგენილნი არიან: Alfa Romeo Giulia, BMW X3, Kia Stinger, Land Rover Discovery, Mazda CX-5, Nissan Leaf, Range Rover Velar, Toyota Camry, Volkswagen T-Roc და Volvo XC60.

ეს უკანასკნელი, Volvo -ს მარკის ქროსოვერი ამა წლის იანვარში აშშ-ში საუკეთესო ყველგანმავალი გახდა.

გარდა წლის მსოფლიო ავტომობილისა, ასევე გამოავლენენ გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში: „წარმომადგნლობითი ავტომობილი“, „სპორტქარი“, „საქალაქო ავტომობილი“, „მწვანე ავტომობილი“ და „საუკეთესო დიზაინი“.

2017 წელს „წლის მსოფლიო ავტომობილის“ წოდება Jaguar F-Pace-ს ერგო, ხოლო 2016 წელს Mazda MX-5-ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები