რუსეთის დუმის დეპუტატი ოლეგ ნილოვი დუმის სპიკერს და სხვა დეპუტატებს სთავაზობს რუსთავი 2 გამოისყიდონ და მას სახელი გადაარქვან.
ოლეგ ნილოვი ფიქრობს, რომ ამას რუსეთში ქართული დიასპორის დახმარებით შეძლებს.
“ვიაჩესლავ ვიქტოროვიჩ, ჩემი წინადადებაა — არ გავჩერდეთ შემოთავაზებულ ეკონომიკურ სანქციებზე. რატო არ მიგვაჩნია შესაძლებლად და აუცილებლად მედიასფეროში გავცეთ პასუხი? აი, ეს არხი რუსთავი 2, შევხედოთ, იქნებ არსებობს შანსი, მათ შორის რუსეთში ქართული დიასპორის დახმარებით, გამოვისყიდოთ თავისი “დამპალი შიგნეულობით”. რა თქმა უნდა, გადავარქვათ სახელი, მაგალითად ბაგრატიონ 1. ტქვენ ჯერ კიდევ გუშინ აღნიშნეთ, რომ ქართული დიასპორა საქართველოში რუსეთიდან 200 მილიონ დოლარს გზავნის ყოველწლიურად,” — აღნიშნა დუმის დეპუტატმა.
ეკონომიკური სანქციები რუსეთში რუსთავი 2-ის ეთერით გიორგი გაბუნიას მონოლოგის შემდეგ გახდა აქტუალური. რუსეთის დუმის ზოგიერთი დეპუტატი და, მათ შორის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინი, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებასა და რუსეთში მის ექსტრადიციას ითხოვდნენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი გაბუნიას ქცევა პროვოკაციად და ქვეყნისთვის საფრთხისშემცველად შეაფასეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ის შესაძლოა ომის პროვოცირებას ემსახურბა/ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ ხელისუფლებას, გინების დაგმობა მოუწონა.
გაბუნიას ქცევა რუსთავი 2-მა კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნია. “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა.