LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოსულია შოკური მდგომარეობიდან“ – საპატრიარქო ხანძრის დროს დაშავებულ არქიმანდრიტზე

148
Untitled design (1)

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჟამად არქიმანდრიტი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.

რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი კელიაში – მიტროპოლიტი იოანე გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის დეტალებზე საუბრობს

„რეანიმაციულ განყოფილებაშია, არის მძიმე“ – გელათის მონასტერში, კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაომ მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო

„ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ 2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.

გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

? ინფორმაცია გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის და არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის
ჯანმრთელობის მდგომარეობის…

Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on Monday, 16 January 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები