„კახა კალაძე გამორჩეული პრორუსია თავის კორუფციულ სკანდალებთან ერთად,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის რეკომენდაციები ხელისუფლების შეცვლისა და პროდასავლური კოალიციური მთავრობის მოსვლის შემდეგ შესრულდება.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ცხრავე დათქმა შესრულდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ.
არჩევნებამდე არ მაქვს იმედი, რომ „ქართულ ოცნებას“ რამე მიმართულებით წინსვლა ექნება იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ, თითოეულ პუნქტზე უკვე უარს ამბობს „ქართული ოცნება“.
ჩვენ მოვისმინეთ კალაძის და სხვების განცხადებები, რომ რუსეთი კი არა, ოპოზიციაა საქართველოს მტერი და საერთოდ არ ვითანამშრომლებთო.
სამწუხაროდ, გამორჩეულ პრორუს პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა ჩვენი ერთ დროს კარგი ფეხბურთელი, კახა კალაძე. კობახიძეც კი არ აკეთებს ასეთ განცხადებებს, როგორსაც კალაძე. უკვე აცხადებენ, არ ვითანამშრომლებთ, არ ჩავრთავთ არავის პროცესშიო,“ – განაცხადა ჩიხლაძემ.