LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამონაბოლქვისგან აყროლებულ ქუჩებში ჩემმა მტერმა ისეირნა” – ანა გოგუაძე

586

თბილისში არცერთი ქუჩა არ არის ეტლით მოსარგებლეებისთვის კომფორტული, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ ფოტოგრაფი ანა გოგუაძე წერს.

„ერთი ქუჩა მაინც დამისახლეთ თბილისში, სადაც ეტლით ნერვები არ დაგეგლიჯება. უცხოელი სტუმრები ჩამომივიდნენ, ყველა მთავრობას აგინეს ჩემი ცოდვით. მანქანა მივაბარე და თქვენით დალაშქრეთ ეს ქალაქი, მე ამის ნერვები არ მაქვს ამ სიბერეში-თქო.

გამონაბოლქვისგან აყროლებულ ქუჩებში ჩემმა მტერმა ისეირნა. ხუმრობის გარეშე – თბილისი ქალაქის გარდა ყველაფერია. რუსთაველიან ნარიყალათურთ. ბათუმზეც იმავეს ვიტყოდი. არცერთი კურორტი არაა მოწესრიგებული, ერთ მთავრობას ნუ დავაბრალებთ, ყველას კიდია და ძინავს. გადათხარეს მთელი ბარნოვი, ერთი, უნდა ვნახო, რამხელა ტროტუარებია და ვინ აკონტროლებს.

მოკლედ დღეს არ ვარ ოპტიმისტურ განწყობაზე, მაპატიეთ. ისევ ტრ..-შია ეს თემა. ენჯეო სექტორი ისევ უაზრო ტრენინგებს და კონფერენციებს აწყობს. ჟარგონის ენაზე ეგ ჩემთვის “საჩკაობაა”.