პარიზში მანქანებით მოძრაობა შეიზღუდა და დროებით, საქალაქო ტრანსპორტი უფასო გახდა. საფრანგეთის დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების დონე ზამთრის დადგომასთან ერთად გაიზარდა. სააგენტოს Airparif მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ასეთი დაბინძურება პარიზში ბოლო 10 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა.
ქალაქის ხელმძღვანელობამ ოთხშაბათს მხოლოდ რეგისტრაციის კენტი ნომრის მქონე მანქანებით გადაადგილების ნებართვა გასცა, ლუწ ნომრებიანი ავტომობილების მძღოლებს კი იგივე შესაძლებლობა ხუთშაბათს მისცეს. დარღვევის შემთხვევაში კი მათ 35 ევროთი აჯარიმებენ. მხოლოდ სამშაბათს 1.700 მძღოლი დაჯარიმდა.
პარიზის მერის განცხადებით, ძლიერი სმოგის გამო აუცილებელი გახდა სატრანსპორტო საშუალებების შეზღუდვა. ქალაქის ხელმძღვანელობა გამონაბოლქვის შემცირებას ელოდება.
#Paris aujourd'hui. La preuve de la nécessité de réduire la place de la voiture en centre-ville #pollution pic.twitter.com/R10Tdu4o2Y
— Anne Hidalgo (@Anne_Hidalgo) December 6, 2016