მამის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი შვილი ეხმაურება.
როგორც ბესარიონ თედიაშვილი წერს, ლევან თედიაშვილს სამშაბათს, 20 თებერვალს დაკრძალავენ.
„გარდაიცვალა მამაჩემი ლევან თედიაშვილი. პანაშვიდი კვირას და ორშაბათს 4 საათიდან ცაბაძის ქ.2 კორპუსი. სამშაბათს დილის 10 საათიდან გამომშვიდობება შედგება სპორტის სასახლეში. გამოსვენება სპორტის სასახლიდან (ძველი სპორტის სასახლე) 2 საათზე. დაკრძალვა ქ.საგარეჯოს სასაფლაოზე“ – წერს ბესარიონ თედიაშვილი.
ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.